Posts

Showing posts from December, 2018

მწვადი

საკმარისია ფანჯრიდან გავიხედოთ და დავრწმუნდებით, რომ ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად გასვლას და მწვადის შეწვას არაფერი სჯობს. ბევრი საკუთარ თავს მწვადის შეწვის ოსტატად მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია, რომ მის შეწვას სათანადო ცოდნა სჭირდება და ეს არც თუ ისე მარტივი საქმეა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მწვადის შეწვის რამდენიმე რჩევას: 1.  პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ სამწვადე ხორცი კი არ უნდა შევწვათ, არამედ დავბრაწოთ. სწორედ ამით განსხვავდება მწვადი შემწვარი ხორცის სხვა კერძებისგან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხორცასხმული შამფური ცეცხლის ალზე არ უნდა დავიჭიროთ, რადგან ხორცი გარედან დაიწვება, შიგნით კი უმი დარჩება. აქვე, არ დაგავიწყდეთ - მწვადი ნაკვერჩხალზე უნდა შეიწვას. 2 . ხშირად, მწვადის შეწვისას ადამიანები უპირატესობას, ახლად დაკლულ, საქონლის ხორცს ანიჭებენ, მაგრამ სინამდვილეში, ჯერ კიდევ თბილი ხორცის მწვადი მაგარი და ნაკლებად გემრიელია. უმჯობესია ხორცს 5-10 საათით ვაცალოთ "მომწიფება”. 

საშეობა სახლი

Image
წყაროhttps://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgsIpvCxh1xu_xfYKuq0IKzPh5zkguKTMx30uF4K7RgyPWj5pOMFuXFNz10XLPh6fQyEYzuyvg_TKVXsADyL-vJulFNHLTb7B8MLbhhQXBHUYuN4Rm02kFRiCjW4Fjb8-mkiEwiwPMXCdcX/s1600/sashobao+saxli.jpg 100 გრ. თაფლი 50 გრ. შაქარი 60 გრ. კარაქი 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი თითო მწიკვი დაფქვილი დარიჩინი,მიხაკი და ილი ანუ კარდამონი 1ც. კვერცხი 250-280 გრ. ფქვილი 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი შაქრის მინანქრისთვის: 3 ც. კვერცხის ცილა 3 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრი 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი მოსართავად: სხვადასხვა ფერის საკონდიტრო მძივები, ბურთები, ვერცხლისფერი მტვერი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე M&M-ის ტიპის კანფეტები, ასევე მარმელადი. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი და თქვენი შვილების სურვილებსა და  ფანტაზიაზე. მომზადება: 1. პატარა ქვაბში ჩაასხით თაფლი, დაამატეთ შაქარი, ვანილი და კარაქი. შემოდგით დაბალ ცეცხლზე და პერიოდულად ურიეთ, ვიდრე მასა არ გახდება ერთგვაროვანი. გადმოდგით და გააციეთ. ამ მასაში დაამატეთ მიხაკ-დარიჩინი და ილი, კვერცხი, ვანილი დ...