მწვადი

საკმარისია ფანჯრიდან გავიხედოთ და დავრწმუნდებით, რომ ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად გასვლას და მწვადის შეწვას არაფერი სჯობს. ბევრი საკუთარ თავს მწვადის შეწვის ოსტატად მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია, რომ მის შეწვას სათანადო ცოდნა სჭირდება და ეს არც თუ ისე მარტივი საქმეა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მწვადის შეწვის რამდენიმე რჩევას:
1. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ სამწვადე ხორცი კი არ უნდა შევწვათ, არამედ დავბრაწოთ. სწორედ ამით განსხვავდება მწვადი შემწვარი ხორცის სხვა კერძებისგან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხორცასხმული შამფური ცეცხლის ალზე არ უნდა დავიჭიროთ, რადგან ხორცი გარედან დაიწვება, შიგნით კი უმი დარჩება. აქვე, არ დაგავიწყდეთ - მწვადი ნაკვერჩხალზე უნდა შეიწვას.
2. ხშირად, მწვადის შეწვისას ადამიანები უპირატესობას, ახლად დაკლულ, საქონლის ხორცს ანიჭებენ, მაგრამ სინამდვილეში, ჯერ კიდევ თბილი ხორცის მწვადი მაგარი და ნაკლებად გემრიელია. უმჯობესია ხორცს 5-10 საათით ვაცალოთ "მომწიფება”. 

Comments

Popular posts from this blog

საშეობა სახლი